
ნაგოია ბაშოს მე-3 ორთაბრძოლაში ქართველმა ოძეკმა, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) იაპონელი კომუსუბი, შოჰოძანი დაამარცხა. ტოჩინოშინმა პირველ ორთაბრძოლაში იკიოის, ხოლო მეორეში - ჩიონოკუნის სძლია.
ტოჩინოშინმა გაზაფხულის ნაცუ ბაშო 13 გამარჯვებით დაასრულა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ტოჩინოშინი პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სუმოისტია, ვინც ოძეკის წოდება მიიღო.