Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიმართვა პრემიერს: მთავარი პროკურორის მანკიერი წესით შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს

10 ივლისი, 2018 16:02

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის ინიციატორები - ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ალეკო ცქიტიშვილი და ნათია კუპრაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთავარი პროკურორის შერჩევის მიმდინარე პროცესის შეჩერების მოთხოვნით მიმართავენ. მათი თქმით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება რეფორმირებული საპროკურორო საბჭოს მიერ, კანონში ცვლილებების შეტანის შემდგომ უნდა მოხდეს. 

მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ექსპერტებთან ერთად, პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი,  რომლის თანახმად, იცვლება საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი დაკომპლექტების წესი. ისინი აღნიშნავენ, რომ არსებული „მანკიერი  წესით" მთავარი პროკურორის არჩევა საზოგადოებაში მკვეთრად გაზრდის  ამ ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას.

„კანონპროექტის მიზანია, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამისათვის აუცილებელია საპროკურორო საბჭოს სრული დეპოლიტიზება. მთავარი პროკურორის შერჩევა უნდა მოხდეს რეფორმირებული საპროკურორო საბჭოს მიერ. პოლიტიკური თანამდებობის პირები - პარლამენტის წევრები და იუსტიციის მინისტრი არ უნდა იყვნენ საპროკურორო საბჭოში. შესაბამისად, მინისტრი არ უნდა იყოს არც საპროკურორო საბჭოს წევრი და არც მისი თავმჯდომარე. ამავდროულად, მთავრობა არ უნდა მონაწილეობდეს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში. ასეთი წესი სრულად შეესაბამება კონსტიტუციის ახალ რედაქციას და არ ეწინააღმდეგება მის მოქმედ რედაქციას" - ნათქვამია განცხადებაში. 

მათი თქმით, გარდა ამისა, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში უნდა შემცირდეს პროკურორების რაოდენობა, რათა მათ ვერ შეძლონ საბჭოს იმ გადაწყვეტილებათა ბლოკირება, რომლებიც ეხება მთავარი პროკურორის არჩევას ან მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. 

„ბატონო პრემიერ-მინისტრო,  გვესმის, რომ საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა მისაღები. ვფიქრობთ, რომ არსებულ  გამოწვევას არსებული მანკიერი წესით პასუხს ვერ გავცემთ. საჭიროა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. მიგვაჩნია, რომ უნდა შეჩერდეს მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი  და მისი არჩევა  მოხდეს მხოლოდ საპროკურორო საბჭოს რეფორმირების შემდეგ, რაც შესაბამისობაში მოვა ახალ კონსტიტუციურ ნორმებთან და უზრუნველყოფს ახალი, 6-წლიანი ვადით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ნდობით აღჭურვილი ადამიანის გამართული წესით არჩევას" - ნათქვამია განცხადებაში. 

წულუკიანი: ჩემი ნათესავი შალვა თადუმაძე არ არის, მე ვარ მისი შვილის ნათლია

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი შესთავაზა: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე. ისინი იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა. თუ მათ მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერაც მიიღეს, ისინი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანომ მთავარი პროკურორი ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა აირჩიოს.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე სულ 21 კანდიდატი წარადგინეს, საიდანაც სამმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან 31 მაისს, მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამამ პროკურატურა მისი შვილის საქმის არაობიექტურ გამოძიებაში დაადანაშაულა და პროკურატურასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მთავრობის დადგენილებით წამლის სააგენტო ი ...

საქართველოს მთავრობის 14 ნოემბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში წამლის სააგენტო იქმნება. იგი სამედი ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ერიკ-ემანუელ შმიტი ნოემბრის ბოლოს საქართ ...

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივითა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de G& ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეშახტე: პრემიერთან შეხვედრის საშუალება ...

„წინასწარ შერჩეული პირები დასვეს ამ შეხვედრაზე, ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დიალოგის ფორმით იყო გამართული, ეს იყო უფრ ...
^