Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული: მე არ დამიხოცავს, უცხო ორი კაცი იყო და იმათ დახოცეს

11 ივლისი, 2018 12:50

ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის განცხადებით, სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს და „იქ ორი უცხოელი მამაკაცი იყო“. 

მცხეთის სასამართლოში კობაურის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.

„ისინი მე არ დამიხოცავს. უცხო ორი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, - განაცხადა კობაურმა.

რა მოხდა ხადის ხეობაში - შსს ამერიკელების ოჯახის მკვლელობის საქმეზე დეტალებს ავრცელებს

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

რა ვითარებაში დახოცეს სმიტების ოჯახი - პროკურატურის ვერსია

შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური იყო - „სმიტების მკვლელობაში ბრალდებული: მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი კაცი იყო და იმათ დახოცეს“, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულის ადვოკატმა „ნეტგაზეთს“ გაუნცხადა, რომ ბრალდებული „უცხო პირებს“ ამბობს და არა უცხოელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

ხობში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკ ...

ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ხანდაზმული მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვ ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

საქართველომ ყაზახეთთან მატჩი 2:1 მოიგო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო მატჩი ყაზახეთის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 2 - 1 მოუგო. შეხვე ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

ბიძინა ივანიშვილი ხვალ, 22:00 საათზე ტელ ...

ბიძინა ივანიშვილი ხვალ, ტელეკომპანია „იმედზე" გადაცემა „იმედილაივის“ სტუმარი იქნება, - ამის ...
^