Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურორი: ამ ეტაპზე სმიტების ოჯახის საქმეში, ბრალდებულის გარდა, სხვა პირები არ იკვეთებიან

11 ივლისი, 2018 15:17

პროკურორ დავით ხაზარაშვილის თქმით, გამოძიებით ამ ეტაპზე სმიტების ოჯახის საქმეში მხოლოდ ბრალდებულის მონაწილეობა დგინდება და სხვა პირები არ იკვეთებიან. თუმცა, პროკურორის განმარტებით, შსს გამოძიების ფარგლებში სხვა ვერსიებსაც განიხილავს.

„შსს არ გამორიცხავს სხვა ვერსიასაც, ბრალდებული გამოიკითხება და ყველა ვერსია, რეალური თუ არარეალური, გამოძიების ფარგლებში გადამოწმდება.

მიმდინარეობს გამოძიება და თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, აუცილებლად გატარდება შესაბამისი ზომები“, - თქვა დავით ხაზარაშვილმა.

პროკურორის თქმით, საქმეში ჯერჯერობით არ დევს ექსპერტიზის შედეგები. ამ დროისთვის გამოძიებას ბრალდებულისა და მოწმეების ჩვენებები, ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღი აქვს.

„საქმეზე არსებული მასალებით, დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე მალხაზ კობაურმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. რაც შეეხება ექსპერტიზას, ნაწილის შედეგს ველოდებით, ნაწილი დანიშნული არ არის. დაინიშნება და ეს დასკვნებიც დაიდება“, - განმარტავს პროკურორი.

პროკურორის თქმით, მათ აქვთ ფარული ვიდეოჩანაწერიც, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულმა სამართალდამცველებს თავიდან ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, დავით ხარაზაშვილის თქმით, ის იარაღის დაუდევრად ტარების გამო მიცემული შენიშვნა გახდა.

„მალხაზ კობაური სპონტანურად შეხვდა სმიტების ოჯახს. შემდეგ მათ სთხოვეს ჩანჩქერებზე აყოლა, მან ოჯახი ჩანჩქერზე გააცილა. დანაშაულის მოტივი გახდა შენიშვნა, რომ ბრალდებული დაუდევრად ატარებდა, ფლობდა იარაღს და 4 წლის ბავშვს ექმნებოდა საფრთხე.

ამაზე განაწყენებულმა კობაურმა ჩაიდინა დანაშაული და თავადაც გამოკითხვისას ამას მიუთითებს“, - დასძენს პროკურორი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^