Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► CNN გადარჩენილი ტაილანდელი ბავშვების პირველ ვიდეოკადრებს ავრცელებს

11 ივლისი, 2018 17:25

CNN ტაილანდში, თამ ლუანგის მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვების პირველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. სიუჟეტში ჩანს საავადმყოფოს პალატა, სადაც არიან მოზარდები.

ტაილანდის ხელისუფლების განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

ტაილანდში, თამ ლუანგის მღვიმეში 12-მა ბავშვმა და მათმა მწვრთნელმა 2 კვირაზე მეტი გაატარეს. ისინი მღვიმის დასათვალიერებლად 23 ივნისს შევიდნენ, მაგრამ ძლიერმა წვიმამ გამოსასვლელი ჩაკეტა და მოზარდები გამოქვაბულში გამომწყვდეული ჩარჩნენ.

მოზარდების გამოყვანა მხოლოდ 17 დღის შემდეგ მოხერხდა. უშუალოდ გამოყვანის ოპერაცია სამ დღეს გაგრძელდა, რადგან მღვიმიდან მოზარდების დახსნა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული.

ბავშვების ასაკი 11-დან 16 წლამდეა, მწვრთნელი კი 25 წლისაა. ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა მღვიმეში, 4 კილომეტრის სიღრმეში 10-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

პოვნის შემდეგ, გამოყვანამდე მოზარდებს ჟანგბადის ბალონები, საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს. მღვიმეში დაიღუპა ერთ-ერთი მაშველი, რომელიც საზღვაო ფლოტის ყოფილი წევრი იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^