Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მცირე მთავრობის" მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას პრემიერი ხვალ დაასახელებს

11 ივლისი, 2018 18:14

პრემიერ-მინისტრი „მცირე მთავრობის" მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ხვალ დილით, 10:00 საათზე დაასახელებს - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, უმრავლესობასთან ამ საკითხზე დღეს ბოლო კონსულტაცია გაიმართება. 

პრემიერმა სოზარ სუბარის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა:

„სოზარ სუბარი გახლავთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან აქტიური და ეფექტური წევრი. მან ძალიან ბევრი საქმე გააკეთა იმ დავალებებისთვის თავის გასართმევად, რომლებიც მის უწყებას ჰქონდა ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, აუცილებლად იქნება სოზარი ჩვენს გუნდში წარმოგენილი იმ როლით, სადაც ის მაქსიმალურად შეძლებს თავისი ძლიერი მხარეების რეალიზებას", - თქვა ბახტაძემ.

როგორც ცნობილია, „მცირე მთავრობის" შემადგენლობაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^