Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: სამთავრობო უწყებების ავტოპარკი 1000-მდე ავტომობილით შემცირდება

11 ივლისი, 2018 18:30

„მთავრობის სტრუქტურის ცვლილებების ფარგლებში, წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი შემცირდება დაახლოებით 1000 ავტომობილით" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ბახტაძის თქმით, აღნიშნული მანქანები რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა. ამასთან, მათ მაგივრად სპეციალურ ავტომობილებს შეიძენენ „პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთ ფუნქციონირება"

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, რომელთაც აქვთ პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება. ბახტაძე ამბობს, რომ დაახლოებით 500 მიკუთვნებული ავტომანქანა გადაინაცვლებს ე.წ. სამორიგეო პარკში. 

„ეს არის პირველი ნაბიჯი და ჩვენ აუცილებლად მოვაყოლებთ სხვა ინიციატივებს ამ საკითხზე, რომელიც გულისხმობს ერთიანი პარკის და მისი მენეჯმენტის შექმნის იდეას, რომელიც უფრო მეტ ოპტიმიზაციას გააკეთებს და საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავზოგოთ ხარჯები" - თქვა პრემიერმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

„რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალ ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალ ჩანაწერებს აქვეყნებს.  ჩანაწერის ...
24 სექტემბერი
24 სექტემბერი

ზალკალიანი: მოგერინის მხრიდან მაღალი შეფ ...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგ ...
24 სექტემბერი
24 სექტემბერი

სასამართლომ დამნაშავედ ცნო შვილი, რომელი ...

თბილისის საქალაქო  სასამართლომ დედის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  & ...
^