Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი დიმიტრი გაბუნიას: საქმეთა შესწავლა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარიმართება

11 ივლისი, 2018 21:54

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ზვიად დევდარიანის წარმომადგენლის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებას, რომლის თანახმად, შესაძლო სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესწავლის პროცესში სახალხო დამცველზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური წნეხი.

„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და საქმეთა შესწავლის პროცესი დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარიმართება. ამასთან, სახალხო დამცველი ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობის პრინციპითა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან რაიმე ტიპის ზეგავლენას.

კონკრეტული განცხადებების შესწავლის პროცესში, სახალხო დამცველი უზრუნველყოფს ორივე მხარის თანაბარ ჩართულობას და საქმისწარმოებას მხოლოდ მხარეების მიერ საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტისა და მტკიცებულების წარმოდგენის შემდეგ ასრულებს. რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მიმდინარე დავებს, სახალხო დამცველის აპარატი ხუთი ქალის განცხადებას სწავლობს. მათგან ერთი დაზუსტების პროცესშია, ხოლო 4 უკვე გაზიარებულია მოპასუხე მხარესთან.

აღნიშნული განცხადებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პირადად გაესაუბრნენ მხარეებს, გამოკითხეს საქმესთან დაკავშირებული მესამე პირები და წერილობით გამოითხოვეს ინფორმაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი წერილობითი კომუნიკაციის გაცვლა მხარეთა შორის და, ორივე მხარის მიერ საკუთარი პოზიციის საბოლოოდ დაფიქსირების და შესაბამისი სამართლებრივი კვლევის ჩატარების შემდეგ, სახალხო დამცველი მიიღებს გადაწყვეტილებას სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი კიდევ სამ საჩივარს განიხილავს სხვადასხვა მოპასუხის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

პენსი: მე და პრეზიდენტი არ გავჩრედებით, ...

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თურქეთს მოუწოდებს და ურჩევს, ნუ გამოცდის ტრამპის მოთმინებას და გაათავისუფლოს თურქ ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

მაჩალიკაშვილი სუს-ში ტერორიზმის მხარდაჭე ...

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე მივიდა. მისი ადვოკატის ქეთევა ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

იუსტიციის სამინისტრო: ვანო მერაბიშვილმა ...

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გუშინ სამედიცინო კლინიკაში იმყოფებოდა. ინფორმაცია "ლიბერალს" იუსტიციი ...
^