Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დონალდ ტრამპი: ალიანსის წევრები თავდაცვის ხარჯის გაზრდას დასთანხმდნენ

12 ივლისი, 2018 15:42

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი ზეწოლის შედეგად მოკავშირეები თავდაცვის სფეროში ხარჯის გაზრდას დასთანხმდნენ. ტრამპის განმარტებით, NATO-ს წევრმა ყველა ქვეყანამ გადაწყვიტა ხარჯის გაზრდა მას შემდეგ, რაც მან მკვეთრად გამოხატა თავისი პოზიცია.

„ყველა დასთანხმდა მათი ჩართულობის არსებით ზრდას. ისინი ადიან იმ დონეზე, რომელსაც აქამდე ვერც კი წარმოიდგენდნენ“, - ციტირებს ტრამპის სიტყვებს CNN.

„მე ვუთხარი მათ, რომ ვიქნებოდი ძალიან უკმაყოფილო, თუ თავდაცვის ხარჯს არსებითად არ გაზრდიდნენ. მე ჩავაყენე საქმის კურსში, რომ ვიყავი საშინლად უკმაყოფილო იმით, რაც ხდებოდა. ახლა მათ არსებითAდ გაზარდეს თავიანთი ჩართულობა“, - განაცხადა ტრამპმა შეკითხვის პასუხად, დაემუქრა თუ არა NATO-ს წევრებს ალიანსის დატოვებით.

დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნები ბრიუსელის სამიტამდე რამდენჯერმე გააკრიტიკა. სამიტის დროს კი ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის ტყვეა და იმ ფონზე, რომ აშშ დიდ რესურსს დებს ევროპის რუსეთისგან დაცვაში, გერმანია მილიარდებს უხდის რუსეთს გაზის სანაცვლოდ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^