Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო►კაზინოებს გადავიტანთ ტყეში, ტოტალიზატორებს გავაუქმებთ - შალვა ნათელაშვილის დაპირებები

12 ივლისი, 2018 19:16

„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს წინასაარჩევნო დაპირებები გააჟღერა. მან საუბარი სპორტით დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ  4 წლის შემდეგ, მომავალ ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ფინალშიც გავა და ჩემპიონიც გახდება.

ის განათლებასა და მეცნიერებასაც შეეხო და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან ისე არ წავა, უმაღლესი განათლება, მაგისტრატურა და დოქტურანტურა ბიუჯეტიდან დაფინანსებული რომ არ გახდეს.

„ჩვენ ავაღორძინებთ მეცნიერების ყველა დარგს. ჩვენ არ ვართ მიმტანები, თუმცა არც ესაა სამარცხვინო პროფესია. ჩვენ მეცნიერი ერი ვართ ისტორიულად, წარმოშობის დღიდან. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა, მწერლებს თავიანთი სახლი უნდა დავუბრუნოთ, მეცნიერებს - თავიანთი ინსტიტუტები, ახალგაზრდებს - თავიანთი უმაღლესები, სკოლები და მაგისტრატურები“.

შალვა ნათელაშვილმა ფერმერებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათი პროდუქციის გასაღებას ბაზარზე და პროდუქციის დაცვას ირანული, თურქული და პაკისტანური პროდუქციისაგან მხოლოდ და მხოლოდ „ლეიბორისტული პარტია“ შეძლებს. 

ნათელაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობისას საქართველოს შეიარაღებული ძალები განლაგდება კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„მივმართავ შეაირაღებულ ძალებს, ჩემი პრეზიდენტობისას მთელი სახელმწიფოს პოტენციალი, მთელი ბიუჯეტის რესურსი წარმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები იყოს მაღალ დონეზე მომზადებული, აღჭურვილი და არ ჰყავდეს ისეთი მინისტრი, რომელიც 147-ჯერ გამოწერს თავის პერსონაზე პრემიებს, როგორც ეს იზორიამ გააკეთა. ასეთი მინისტრები, ჩემი პრეზიდენტობის დროს ციხეში იქნებიან“.

შალვა ნათელაშვილის შეფასებით, „ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია, რომელსაც საბანკო ოლიგარქიის დამარცხება, საბანკო პროცენტების ადამიანურ ზღვარზე დაწევა და გადაუხდელი ვალების გამო ადამიანების რეპრესიებს შეწყვეტა შეუძლია. 

პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, კაზინოებს ქალაქებიდან ტყეში გადაიტანენ. ტოტალიზატორები და მიკროსაფინანსოები კი გაუქმდება და აიკრძალება.  

„საბოლოო ჯამში ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნები გვინდა იმისთვის, რომ მეორე დღიდანვე დავიწყოთ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა სახალხო კოალიციური მთავრობით და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^