Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიჭი, რომელიც ცემაში პოლიციელს ადანაშაულებს, საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით წევს

12 ივლისი, 2018 23:00

20 წლის ბიჭის, კოკა კობალაძის ცემის ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

კოკა კობალაძის დედა, თათა დავითულიანი შვილის მონაყოლზე დაყრდნობით ამბობს, რომ მათ ბინაში ორი პირი მივიდა, საიდანაც ერთი პოლიციელის ფორმაში იყო. ისინი კობალაძეს მამის ადგილსამყოფელს ეკითხებოდნენ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2 თვის წინ საფრანგეთში დააკავეს. დედის თქმით, მას შემდეგ, რაც ბიჭისგან პასუხი ვერ მიიღეს, ისინი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

თათა დავითულიანი ამბობს, რომ ის სამსახურში მორიგე იყო, ამიტომ შვილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ „ფეისბუქიდან“  შეიტყო, სადაც მას შეტყობინება გაუგზავნეს. მისი ინფორმაციით, კოკა კობალაძეს ტვინის შერყევა და სახეზე გარეგანი დაზიანებები აქვს. 

როგორც თათა დავითულიანმა  „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მას არ აქვს ვერსია, რა შეიძლება ყოფილიყო მისი შვილის ცემის მიზეზი. მისი თქმით, კოკა კობალაძეს იმ ორი პირის ამოცნობა შეუძლია და გამოძიებასთან ითანამშრომლებს. 

როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტის შესწავლა მათაც დაიწყეს, თუმცა უწყება არ ადასტურებს, რომ კობალაძის ბინაში პოლიციის თანამშრომელი იყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივლისი
16 ივლისი

ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის საერთ ...

მათემატიკის  59-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპ ...
16 ივლისი
16 ივლისი

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ- ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრი ...
16 ივლისი
16 ივლისი

იტალიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვ ...

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას დახვედრის ოფიც ...
^