Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NAEC უარყოფს სამაგისტრო გამოცდის B და C ტიპის ტესტების პასუხების წინასწარ გამოქვეყნებას

13 ივლისი, 2018 10:54

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ცენტრის ვებგვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ სამაგისტრო გამოცდის A ტიპის ტესტის სწორ პასუხებთან ერთად შემთხვევით გამოაქვეყნეს B და C ტიპის ტესტების სწორი პასუხებიც. 

„ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები.
გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. 
განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას“,- ნათქვამია ცანტრის მიერ გვარცელებულ განცხადებაში. 

გუშინ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სამაგისტრო გამოცდის  A ტიპის ტესტის პასუხები, სოციალურ ქსელში გავრცელდა  სქრინები, სადაც ჩანდა საიტზე გამოქვეყნებული B და C ტიპის სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხებიც. 

A ტიპის ტესტი მაგისტრანტობის მსურველებმა 11-12 ივლისს დაწერეს. ხოლო B და C ტიპის ტესტები 18, 19, 24 და 25 ივლისს უნდა დაწერონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^