Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძემ შრომის უსაფრთხოების დამცველი კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება მოითხოვა

13 ივლისი, 2018 15:09

„მხარს დაუჭერდით თუ არა იმ კომპანიებს, რომლებსაც შრომის უსაფრთხოების კუთხით შედარებით უმწიკვლო ისტორია აქვთ?“ - ამ კითხვით უმრავლესობის დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, მაია ცქიტიშვილს მიმართა. 

ზოიძე დაინტერესდა, როგორია მისი პოზიცია ბიზნესის ზედმეტი რეგულაციებით დახრჩობასა და შრომის უსაფრთხოებას შორის ბალანსზე. 

„ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, საბაზრო გზით ხელი შევუწყოთ შრომის უსაფრთხოების ნორმების რეალურ გატარებას; რომ სახელმწიფო შესყიდვა წავიდეს იმ კომპანიებში, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მერე პარლამენტის გადასაწყვეტია, რა ცვლილებებს შევიტანთ კანონმდებლობაში, მაგრამ თქვენი პოზიცია მაინტერესებს“, - მიმართა დეპუტატმა ცქიტიშვილის.

მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, მათ კომპანიების შერჩევისას წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვთ და როცა კომპანიას აფასებენ, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი.

„თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ სტატისტიკას უნდა მივაქციოთ ყურადღება. იმიტომ, რომ უბედური შემთხვევებიც ხდება. შეიძლება უსაფრთხოების წესები დაცული იყოს, მაგრამ უბედური შემთხვევა მაინც მოხდეს. ამის გამო კარგი კომპანია არ უნდა დავსაჯოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტს მივანიჭებთ იმ კომპანიებს, რომლებიც ზრუავენ შრომითი უსაფრთხოების დაცვაზე“, - უპასუხა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, სადაც დღეს დეპუტატები სხვადასხვა ფორმატში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^