Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძის ძაღლის ბედი - რა პირობებში ცხოვრობს ტიფანი

13 ივლისი, 2018 14:16

ფეისბუქზე ვრცელდება ფოტოები, რომელზეც კახი კალაძის ძაღლი ტიფანი მერიის ეზოს უკან, ნაგვის ბუნკერებთან, რკინის გალიით შემოსაზღვრულ სივრცეში ცხოვრობს. 

ფეისბუქიუზერებისა და ცხოველთა დამცველების აზრით, ამგვარი მოპყრობა დაუშვებელია და ამასთან მიუთითებს თბილისის მერის არაგულწრფელობაზე. ისინი ფიქრობენ, რომ მერმა ძაღლი პიარისთვის გამოიყენა და ახლა ამგვარ პირობებში ჰყავს. 

„ლიბერალი" თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელს, ვახტანგ ლომჯარიას დაუკავშირდა,  მისი თქმით, ასეთ მდგომარეობაზე  ბევრი მიუსაფარი ცხოველი ან თუნდაც პატრონიანი ცხოველის მფლობელი იოცნებებდა.

„საკვები არ აკლია, სასმელი არ აკლია, კინოლოგი არ აკლია" - ამბობს ლომჯარია. 

სააგენტოს ხელმძღვანელი გვიყვება, რომ  ტიფანის მერიაში  ორი ეზო აქვს. წვიმიან ამინდს ერთ ეზოში ატარებს, ძირითად დროს კი, როცა კარგი ამინდია, იმ ადგილას ცხოვრობს, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი.

„ტიფანი, ფაქტობრივად, კახის კაბინეტში გაიზარდა, ყველას, ვინც ადიოდა მასთან კაბინეტში, ორი-სამი კვირის წინ მაგალითად, მის კაბინეტში ხვდებოდა ტიფანი, მაგრამ პირადად ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ცხოველისთვის მზის სხივები უფრო დიდი რაოდენობით იყო რეკომენდებული, ოთახში ყოფნაც შეიძლებოდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა მზის სხივები". - ამბობს ვახტანგ ლომჯარია. 

„რომ არა კახი, დღეს ტიფანი ცოცხალი არ იქნებოდა, რადგან მას ჰქონდა ჭირი. ბატონმა კახიმ წამოიყვანა თავშესაფრიდან განკურნა და გადაარჩინა". - გვითხრა მან.  

ძაღლი კახა კალაძემ მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან 13 თებერვალს წაიყვანა. თავდაპირველი ინფორმაციით,  ის მერიაში,მერის კაბინეტთან ახლოს იცხოვრებდა. თბილისის მერმა ძაღლს სახელი სოციალური ქსელის მეგობრების დახმარებით შეურჩია. ტიფანი თბილისი მთავრობის სხდომასაც ესწრებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^