Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილი წულუკიანზე: ვიზიარებ არასამთავრობო სექტორის შეშფოთებას

13 ივლისი, 2018 16:45

რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, მარტივად ვიტყვი, რომ ვარ იმავე პოზიციაზე. ვიზიარებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას - ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში არააქტიურად არის ჩართული და ამ მხრივ იუსტიციის მინისტრის წვლილი გასააზრებელია. 

„მე ფაქტად ვხედავ იმას, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ერთ-ერთი არააქტიურად ჩართული ნაწილია და ბუნებრივია, აქ იუსტიციის მინისტრის წვლილი გასააზრებელია. მე მიმაჩნია, რომ იმ სერიოზული უკმაყოფილების ტალღა, რომელიც სულ ერთი თვის წინ იყო რუსთაველზე, ის ტრაგიკული ისტორიები, რომლებსაც ვისმენდით და ეს არ იყო მარტო სარალიძის საქმე, ეს იყო ათობით შემაძრწუნებელი საქმე, გასაზიარებელია. არ უნდა სჭირდებოდეს დაზარალებულს ღამეების თენება პროკურატურასთან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის სამართალს. აქედან გამომდინარე, მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომელიც აქვს საზოგადოებას და იმ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით ბევრად რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^