Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააგენტო: აწყურის ეკლესიის შესახებ არქიტექტორ-რესტავრატორის შეფასება მკვეთრად სუბიექტურია

14 ივლისი, 2018 0:03

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროცესის თემაზე არქიტექტორ გოგოთურ მისრიაშვილის (პროექტის ავტორი) მიერ სოც. ქსელში გამოქვეყნებულ განმარტებებს კატეგორიულად არ ეთანხმება და მას მცდარი საზოგადოებრივი შეფასებების დამკვიდრეობის მცდელობად აფასებს.

სახელმწიფო უწყების პოზიციით, არქიტექტორ-რესტავრატორის შეფასებები მკვეთრად სუბიექტურია და ობიექტურ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

არქიტექტორ-რესტავრატორი: აწყურის ეკლესიაზე სამუშაოები საგანგაშო დარღვევებით მიმდინარეობს

„პროექტის სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გოგოთურ მისრიაშვილის მტკიცების საპირისპიროდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ფონდი „ქართუს“ მიერ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის დაფინანსებულ სარეაბილიტაციო პროექტზე სამშენებლო კომპანიის შერჩევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მეპატრონის - საქართველოს საპატრიარქოს წერილობითი მოთხოვნით განხორციელდა (და არა სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით), რის საფუძველზეც კომპანია „ივერთმშენს“ სააგენტომ ფიზიკური სამუშაოების წარმართვის ნებართვა მისცა. საპროექტო ჯგუფის მიერ სამშენებლო კომპანიის შერჩევის ტენდენციური სურვილის მიზეზით პროექტის ავტორი თვითიზოლაციაში მოექცა და მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში სარეაბილიტაციო პროცესში მონაწილეობა აღარ მიუღია. სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფიზიკურ სამუშაოებს პროექტის თანაავტორის იოსებ ბანძელაძის მიერ მომზადებული კორექტირებული პროექტის საფუძველზე ახორციელებს, რომლის განმარტებითაც არსებულ პროექტს მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა. პროცესების პარალელურად კი, სააგენტო არაერთგზის მოუწოდებდა გოგოთურ მისრიაშვილს სარეაბილიტაციო პროცესში დაბრუნებისკენ და პროექტის საზედამხედველო ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებისკენ, რაც მან პრინციპულად უარყო. საფუძველსმოკლებულია გოგოთურ მისრიაშვილის განმარტებები კონსტრუქციული პროექტის პრობლემური კვანძების კორექტირებებთან დაკავშირებითაც. ფიზიკური სამუშაოების საწყის ეტაპებზე სამშენებლო კომპანიასა და პროექტის ავტორს შორის წარმოშობილ ცალკეულ უთანხმოებებს არანაირი უარყოფითი ზეგავლენა არ ჰქონია კონსტრუქციული პროექტის კორექტირების პროცესზე, რამდენადაც თავად საპროექტო ჯგუფის კონსტრუქტორები რეგულარულად იყვნენ წარმოდგენილნი სარეაბილიტაციო მოედანზე. საწორედ საპროექტო ჯგუფის კონსტრუქტორების: ზურაბ ოქროშიძისა და ლევან კურტანიძის რეკომენდაციების საფუძველზე გადამოწმდა და განისაზღვრა ტაძრის ინტერიერში სვეტების ადგილმდებარეობა. აღნიშნული კონსტრუქტორები 3 წლის განმავლობაში სამშენებლო კომპანიასთან სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობენ და პროექტში მათი თანამონაწილეობა დღემდე უპრობლემოდ მიმდინარეობს. მცდარია გოგოთურ მისრიაშვილის არგუმენტები ტაძრის სარეაბილიტაციო არეალთან კირჩამქრობი ავზის მიზანშეუწონლად განთავსებისა და ავზიდან არქეოლოგიურ ფენებში გამდინარე მინარევებთან დაკავშირებით. სამშენებლო კომპანიის მიერ აწყურის ჩრდილოეთ ფასადიდან 20 მეტრის მოშორებით კირჩამქრობი ავზი არქეოლოგ ვახტანგ ლიჩელთან შეთანხმებით მოეწყო, რომლის განმარტებითაც მოცემული ტერიტორია გასული საუკუნის 80 იან წლებში მიწაყრილის სახითაა ფორმირებული და არქეოლოგიურ ფენებს არ შეიცავს. ამასთან კირის ჩამქრობ რკინაბეტონის ავზს ხის კოსტრუქციული ზედაპირიც აქვს, რომლიდანაც მავნე ხსნარების გაჟონვა გამოირიცხება. არგუმენტებსმოკლებულია პროექტის ავტორის მინიშნება ტაძრის ფასადებზე ადგილზე არსებული ავთენტური ქვების ძირითადი ნაწილის განუთავსებლობასთან დაკავშირებით. 4000 მარკირებული ქვიდან, რომელზეც გოგოთურ მისრიაშვილი მიუთითებს, დიდი უმრავლესობა აწყურის ფასადების ქვედა ბუდეებს ფიზიკურად არ შეეთავსა, რაც პროექტის თანაავტორ იოსებ ბანძელაძის განმარტებით სხვადასხვა გარემოებებმა განაპირობა:

• გოგოთურ მისრიაშვილის ანაზომები ერთპიროვნულად, არასათანადო გარემო პირობებში (მოწყობილი ხარაჩოების გარეშე) იყო გაკეთებული, რაცას მაღალი ალბათობით ხარვეზები უნდა მოჰყოლოდა

• აწყურის ავთენტური ქვების მარკირების პროცესი ხარვეზებით განხორციელდა მე-20 საუკუნის 90 იან წლებში, რა დროსაც მოხალისეთა სამოქალაქო ჯგუფ „აწყურელების“ მიერ, მუდმივი ზედამხედველის არარსებობის პირობებში, ვერ მოხეხდა ქვების არქეოლოგიური ფიქსაცია.

• მე-20 საუკუნის 20 იან წლებში აწყურის გამგებელი მ. ხარაბაძის მიერ სრულად მოიშალა ტაძრის ქვედა ფასადების საპირე წყობა, რომელიც მდინარე მტკვრის ხიდსა და ნაპირსამაგრ კონსტრუქციებს მოხმარდა.

• 2008 წელს მეწარმე ტარიელ ფერაძის მიერ აწყურის ტაძარზე უნებართვოდ და მნიშვნელოვანი დარღვევებით წამოწყებული სარესტავრაციო პროცესისას დაბა აწყურში გადაიზიდა და დაზიანდა ავთენტური ქვების დიდი ნაწილი.

• ტაძრის სარეაბილიტაციო არეალში მოქცეული ავთენტური ქვები მე-18 საუკუნის მიწურულს (ვახუშტი ბატონიშვილის დროს) ჩამოშლილი (ოქროპირ ჯაყელის მიერ 1500 წელს აღდგენილი) გუმბათის ნაწილებია და არა ტაძრის ფასადების საპირე წყობის. ამასთან იოსებ ბანძელაძე მიიჩნევს, რომ გოგოთურ მისრიაშვილის პროექტით გათვალისწინებული მცირე ზომის მარკირებული ქვების განთავსება ტაძრის ქსოვილში მიზანშეუწონელი გადაწყვეტილება იყო, რის საპირისპიროდაც უმეტეს სეგმენტებზე ახლადგათლილი (15-30 სმ სისქის) ქვების განთავსება გადაწყდა. სრულყოფილი მეთოდოლოგიით ხორციელდება ტაძრის სარკმელების არშიების მოწყობის პროცესიც, რომლიც ჩუქურთმაც ახალციხის მუზეუმში დაცული ავთენტური ექსპონატის მიხედვით მზადდება. პროექტის ავტორის მიერ მითითებული ორნამენტული ქვებისაგან, რომელიც ტაძრის მიმდებარედ იმყოფება, არქიტექტორ იოსებ ბანძელაძის განმარტებით მხოლოდ ერთი ქვა განეკუთვნებოდა აღმოსავლეთ ფასადის სარკმელს, რომელიც უკვე დამაგრებულია. ამასთან, სარკმლის არშიების მოჩუქურთმება, მათი მშრალი პროფილით დატოვების სანაცვლოდ, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს წევრების მოთხოვნა იყო, რამაც პროექტის კორექტირება განაპირობა. აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროცესი იოსებ ბანძელაძის საავტორო ზედამხედველობის ქვეშ გაგრძელდება და კვლავაც იქნება საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტურული საბჭოების პერმანენტული მონიტორინგის ქვეშ მოქცეული“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^