Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია - კოკა კობალაძის საქმეზე 4 პოლიციელი სამსახურიდანაა დათხოვნილი

14 ივლისი, 2018 18:31

20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ გამოავლინა, რომ კობალაძესთან სახლში ნამდვილად იყვნენ პოლიციელები. მინისტრისვე განცხადებით, საქმეში არსებული მასალები პროკურატურას უკვე გადაეცა და შს სამინისტრო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურასთან ითანამშრომლოს. 

“მოგეხსენებათ, გუშინ დეპუტატებმა დასვეს კითხვა ერთ-ერთ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით, ეს გახლავთ კოკა კობალაძის საქმე. ამ ადამიანმა თქვა, რომ მასთან იმყოფებოდნენ პოლიციელები და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გუშინ და გუშინწინ გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებმაც ამ ვიზიტის ფაქტი დამალეს. ეს ფაქტი გუშინ დავადგინეთ და იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია, ჩვენ მივიღეთ დისციპლინური დასჯის უმაღლესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი დათხოვნილი იქნებიან შს სამინისტროს რიგებიდან. მსგავსი დანაშაულის ჩამდენი ადამიანების ადგილი შს სამინისტროს რიგებში არ არის“, - აღნიშნა გახარიამ.

20 წლის ბიჭის, კოკა კობალაძის ცემის ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

კოკა კობალაძის დედა, თათა დავითულიანი შვილის მონაყოლზე დაყრდნობით რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მათ ბინაში ორი პირი მივიდა, საიდანაც ერთი პოლიციელის ფორმაში იყო. ისინი კობალაძეს მამის ადგილსამყოფელს ეკითხებოდნენ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2 თვის წინ საფრანგეთში დააკავეს. დედის თქმით, მას შემდეგ, რაც ბიჭისგან პასუხი ვერ მიიღეს, ისინი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^