Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მითხრეს, თანხას მოვიტანთო - ასე ყიდულობენ სიცოცხლეს?!“ - ტყიბულში დაღუპული მეშახტის შვილი

16 ივლისი, 2018 16:33

დღეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა. მინდელის შახტში დაღუპული მიხეილ გამეზარდაშვილის შვილი დღევანდელ შემთხვევას „ლიბერალთან" საუბარში იხსენებს.

„ბაზარში შევდიოდი, ხილ-ბოსტანზე ვმუშაობ. 6-ის რაღაც წუთები იყო, ჩემმა ბიძაშვილმა რომ დამირეკა და მითხრა, მიხო დაკარგულია და არ ჩანსო. მაშინვე გამიელვა თავში, რაც ხდებოდა. როცა არ ჩანს, ესე იგი გადასმულია ყველაფერზე ხაზი“, - იხსენებს გაგა.

გაგა გამეზარდაშვილი შახტში მომხდარი შემთხვევის სრულფასოვან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. გაგა ამბობს, რომ უთხრეს, კომპენსაციას მოგცემთო, მაგრამ მამის სიცოცხლეს ამ ფულით ვერ დაიბრუნებს.

„მივედი შახტთან. არავინ ჩანდა. მხოლოდ ჩვენნაირი მუშები იდგნენ. მისამძიმრებდნენ. მე კიდევ იმედი მქონდა. როცა დაკარგულია ადამიანი, 1%-ს ყველა იტოვებს და ღმერთს შევთხოვდი, ყოველ წუთს ლოცვას ვკითხულობდი, რომ გადაერჩინა, მაგრამ არ მოხდა ასე.

მერე მოდიან და ფულზე მელაპარაკებიან. ფული აქ მეათეხარისხოვანია, როცა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაა. ეს ერთ ადამიანს კი არ ეხება. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და სასამართლოს გზით მივაღწევ ამას“. 

გაგას თქმით, პასუხისმგებელი პირებისგან შემთხვევის მიზეზებზე განმარტება ჯერ არ მიუღია. „მეუბნებიან, მიმდინარეობს ექსპერტიზა და გამოძიებაო. რა გამოძიებაზე მელაპარაკებიან. გამოცდილი მაქვს და ვიცი, როგორც მოიქცევიან. ხვალ მოვალთ, თანხას მოვიტანთო. რა თანხაზე ლაპარაკობენ - ასე ყიდულობენ სიცოცხლეს?!“ - ჰყვება გაგა „ლიბერალთან“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^