Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი: ტყიბულის შახტში დაშავებული ორი მუშა რეანიმაციაშია

16 ივლისი, 2018 16:58

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ ტყიბულის შახტში დაშავებული 4 ადამიანი თბილისის დამწვრობის ცენტრშია გადმოყვანილი და  ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.  

„ორი მათგანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათ აღენიშნებათ სხეულის 25 და 50%-იანი დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი - სერიოზული. ორი პაციენტი კი მოთავსებულია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ახლა მათ უტარდებათ გამოკვლევები. აღინიშნება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება, ფილტვების კონტუზია, დაჟეჟილობა. გამოკვლევების შემდეგ გადაწყდება, თუ რომელ განყოფილებაში მოთავსდებიან", - განაცხადა ქაშიბაძემ.

დღეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

მინისტრის მოადგილე: შახტის გაჩერების შემდეგ ხელფასს კომპანია აანაზღაურებს

„მითხრეს, თანხას მოვიტანთო - ასე ყიდულობენ სიცოცხლეს?!“ - ტყიბულში დაღუპული მეშახტის შვილი​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^