Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 6 მედალი აიღეს

16 ივლისი, 2018 18:41

მათემატიკის  59-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადა  7-14 ივლისს რუმინეთის ქ. კლუჟ ნაპოკაში გაიმართა.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული ნაკრები კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული: საბა ლეფსვერიძე, ნიკა ბირკაძე, თემო თოლორაია, სანდრო ხოხიაშვილი,  დიმა კორკოტაშვილი და  ლუკა მუშკუდიანი. მათგან საბა ლეფსვერიძე გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი ხოლო დანარჩენმა მოსწავლეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს   107 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადაზე  საქართველოს გუნდმა  ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და  252  შესაძლებელიდან  212 ქულა მოიპოვა.  გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 133 ქულა დაგროვა და 27-ე ადგილი დაიკავა.

გუნდს ხელმძღვანელობდნენ - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ- პროფესორი, ლიდერი, გიორგი ჭელიძე, თანალიდერი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, გივი ნადიბაიძე, ასისტენტი - აღნიშნული ოლიმპიადის IMO 2017 წლის ოქროს მედალოსანი (ინდივიდუალური შედეგი მე-5 ადგილი 630 მოსწავლეს შორის) ალექსანდრე საათაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^