Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიჭინაძე: თუ კობახიძემ ისეთი კომპრომისი დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, უნდა გადამდგარიყო

17 ივლისი, 2018 14:07

„ჩვენ ბევრი სხვა კომპრიმისული კანონი გვაქვს მიღებული, რომელიც ძალიან ხშირად წინ დაგვხვდება, რადგან ადამიანის უფლებები დაცული არ არის. გამოდის, რომ კომპრომისები ხალხის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული. როდესაც ამას ადამიანი აღიარებს, მხოლოდ აღიარება არ არის საკმარისი. ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.

როგორც დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როცა უმრავლესობა შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდა, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარემ თქვეს, რომ  ასეთი კანონის მიღებით ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდა. 

„როგორც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, თავის დროზე უმრავლესობა კომპრომისზე წავიდა. მათ, ვინც გუშინ გამოდიოდა და წინა მთავრობას ადანაშაულებდა, გავახსენებ, რომ ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა, რომელზეც გამოვედით მე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ლევან კობერიძე და ხაზგასმით განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში ასეთი უმსაგავსობა უნდა დამთავრდეს. მაშინ სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე გამოდიოდნენ, ვითომ გვეთანხმებოდნენ, მაგრამ იძახდნენ, რომ ამგვარი კანონის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოს გააურესებდა და ქვეყანას ინვესტირებისთვის არამიმზიდველს გახდიდა“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

დეპუტატის შეფასებით, თუ პარლამენტი კომპრომისზე წავიდა, მაშინ „ქართული ოცნების“ მოღვაწეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მისი შეფასებით, უმრავლესობა კონიუნქტურულად მთავრობებს ერგება და არა ადამიანებს, ვისაც ისინი დაპირებებს აძლევენ. ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ახსენებს, რომ ის ვიღაცას დაქვემდებარებული ადამიანი არ არის და არც დეპუტატები არიან მინისტრებისა და მთავრობის ხელქვეითები.

„კომპრომისები ხალხის ხარჯზე არ უნდა ვაკეთოთ. ამ განცხადების შემდეგ თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადამდგარიყო - თუკი მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი“.

კობახიძე შრომით უსაფრთხოებაზე: სამთავრობო ხელმძღვანელობას ხისტი პოზიცია ჰქონდა

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ უმრავლესობას სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების საშუალება არ მისცა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა ყოველთვის სწორი პოზიცია. თქვენ გახსოვთ ჩვენი პოზიცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, თქვენ გახსოვთ ჩვენი კომისია საპარლამენტო მუშაობის პროცესში, თუმცა მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ ჩვენ არ მოგვცა სწორი ზომების მიღების და სათანადო ცვლილებების საშუალება, რაც არის სამწუხარო და საჭიროებს სასწრაფო ცვლილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^