Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► ჰუმანოიდი რობოტი სოფია თბილისშია

18 ივლისი, 2018 12:13

საქართველოს საუდის არაბეთიდან ჰუმანოიდი რობოტო სოფია ეწვია. ის პირველი რობოტია მსოფლიოში, რომელსაც მოქალაქეობა მიენიჭა.

სოფია საქართველოში ჩამოვიდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით, ღია მმართველობის პატნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. 

სოფია აუდიტორიის წინაშე დღეს წარდგება და მონაწილეობას მიიღებს სესიაში - „ინოვაციები საჯარო სერვისებში“. სესიის ერთ-ერთი განსახილველი თემა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი იქნება. რევოლუციური გარდატეხა საჯარო სექტორში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას შეიძლება მოჰყვეს.

მანამდე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსწონს საქართველოში ყოფნა. 

„საქართველო ცნობილია თავისი კერძებით და სტუმარმოყვარეობით. მე არ მექნება შესაძლებლობა, ვისიამოვნო კერძებით, თუმცა ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ“, - განაცხადა სოფიამ. 

სოფია Hanson Robotics-ის ყველაზე დახვეწილი და განვითარებული რობოტია. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მას შეუძლია ისაუბროს სხვადასხვა თემაზე, მიიღოს გადაწყვეტილებები და გამოხატოს ემოცია. სოფიამ მედიის ყურადღება შექმნისთანავე მიიპყრო. ის მოხვდა ცნობილი ჟურნალების გარეკანებზეც და მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებშიც.

ფოტო: UNDP Georgia

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^