Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააგენტოს განმარტება „ჭრელი აბანოს“ შესახებ: ავთენტური ფერის დადგენა ვერ მოხერხდა

18 ივლისი, 2018 12:59

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ჭრელი აბანოს გადაღებილი ფასადის ფოტო გავრცელდა, რასაც დიდი გამოხმარება მოჰყვა. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აბანოთუბანში  „ჭრელი აბანოს“  ფასადი 2017 წელს გადაღებეს. კედლის  ფერმა სოციალურ ქსელში დისკუსია გამოიწვია. 

„ლიბერალი“ დაუკავშირდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. მათი თქმით, აღნიშნული პროექტი 2014 წელს დამტკიცდა და მასში ზუსტად ის ფერი იყო მითითებული, რომლითაც ერთი წლის წინ შეიღება ჭრელი აბანოს ფასადი.

„გუშინ იყო საბჭოს სხდომა. იქ იყო ზუსტად იგივე შემადგენლობა, რომელმაც თავის დროზე თანხმობა გასცა პროექტზე. კიდევ ერთხელ გავიარეთ ეს საკითხი. მოხდა ახლანდელი ფოტოებისა და პროექტის ერთმანეთთან შედარება. პროექტში ზუსტად ეს ფერი იყო მითითებული და დამტკიცებული. შესაძლოა არის ოდნავ ცვლილება, რადგან შაბიამნისფერის დასმას აქვს თავისი თანმდევი სპეციფიკური პროცესი,  მაგრამ ფერი, რომელიც ახლაა ამ მოცემულობაში, პროექტშია მითითებული“, - განაცხადეს სააგენტოში. 

მათი თქმით,  ამ ფერს საფუძვლად დაედო  ჩრდილოეთის ფასადის ქონგურების  და მოზაიკურ წყობაში ერთ-ერთი დომინანტური პატარა ფილების ფერი.  ბექა ბარამიძის თქმით, ფერის თვალსაზრისით, ისინი იდენტურია და არქიტექტორ-რესტავრატორის მიერ ამ ფერის განსაზღვრას  ეს გარემოება დაედო საფუძვლად. 

ბარამიძის თქმით, ძველი ნალესი, რომელიც გასულ საუკუნეში ჰქონდა „ჭრელ აბანოს“, იყო უხარისხოდ შესრულებული და გაკეთდა ზონდირებები, ავთენტური ფერის დასადგენად, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. 

„ნალესობა, რომელიც აბანოს ჰქონდა, ეს არის გასულ საუკუნეში გაკეთებული და აბსოლუტურად უხარისხოდ იყო შესრულებული. ჰქონდა რელიეფური ზედაპირი, არა იმიტომ რომ ძველი იყო, არამედ იმიტომ რომ უხარისხოდ იყო გაკეთებული. გაკეთდა ზონდირებები, იმისთვის რომ მიეკვლიათ  ავთენტური ფერისთვის. არც ერთ მომენტში ეს შრეები შენარჩუნებული არ ყოფილა.  ფერი, რაც ძველ აბანოს ორი წლის წინ ჰქონდა რეაბილიტაციამდე, მისი ავთენტური არ ყოფილა. ავთენტური ფერის დადგენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ბექა ბარამიძემ. 

მისივე თქმით, ფასადზე მზე ინტესიურად მოქმედებს და მუდმივად განათებულია, მზის აგრესიული ზემოქმედების გამო, ის კონტრასტულია ფასადის სხვა ნაწილთან.

„გარკვეული ვარაუდიც გამოითქვა, რომ დროთა განმავლობაში ფერის ინტესივობა უნდა ჩაქრეს გარემოს ზემოქმედების შედეგად“, - განაცხადა ბექა ბარამიძემ. 

ფოტო: მარიკა ბაკურიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^