Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► მღვიმიდან გამოყვანილი ტაილანდელი ბავშვები საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ

18 ივლისი, 2018 15:42

ტაილანდში, 12 მოზარდი და მათი მწვრთნელი მღვიმიდან გამოყვანის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ. საფეხბურთო გუნდის წევრები ამ წუთებში პრესკონფერენციაზე მღვიმეში გატარებულ დღეებს იხსენებენ.

მოზარდები და მათი მწვრთნელი ამ დრომდე კლინიკაში რჩებოდნენ, სადაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში მოზარდებს მშობლების ახლოდან ნახვაც არ შეეძლოთ. საფეხბურთო გუნდის წევრები საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.


ტაილანდში, თამ ლუანგის მღვიმეში 12-მა ბავშვმა და მათმა მწვრთნელმა 2 კვირაზე მეტი გაატარეს. ისინი მღვიმის დასათვალიერებლად 23 ივნისს შევიდნენ, მაგრამ ძლიერმა წვიმამ გამოსასვლელი ჩაკეტა და მოზარდები გამოქვაბულში ჩარჩნენ.

მოზარდების გამოყვანა მხოლოდ 17 დღის შემდეგ მოხერხდა. უშუალოდ გამოყვანის ოპერაცია სამ დღეს გაგრძელდა, რადგან მღვიმიდან მოზარდების დახსნა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული.

ბავშვების ასაკი 11-დან 16 წლამდეა, მწვრთნელი კი 25 წლისაა. ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა მღვიმეში, 4 კილომეტრის სიღრმეში 10-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

პოვნის შემდეგ გამოყვანამდე მოზარდებს ჟანგბადის ბალონები, საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს. მღვიმეში დაიღუპა ერთ-ერთი მაშველი, რომელიც საზღვაო ფლოტის ყოფილი წევრი იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^