Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილია მეორე გიორგი გახარიას ვიცე-პრემიერად დანიშვნას ულოცავს

19 ივლისი, 2018 18:10

ილია მეორე გიორგი გახარიას ვიცე-პრემიერად დანიშვნას ულოცავს. მილოცვის ტექსტი საპატრიარქოს ტელევიზიის გვერდზე გამოქვეყნდა.  

„მის აღმატებულებას, საქართველოს ვიცე-პრემიერს,

ბატონ გიორგი გახარიას

ბატონო გიორგი,

მართალია, დიდი ხანი არ არის, რაც თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით, მაგრამ უკვე მოიპოვეთ ხალხის ნდობა და პატივისცემა, რაც არის გარანტი თქვენზე ამჟამად დაკისრებული პასუხისმგებლობის ღირსეულად აღსრულებისა.

გილოცავთ საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშვნას და გისურვებთ ღვთის შეწევნას ქვეყნის სამსახურად.

ღმერთმა დაგლოცოთ.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

18 ივლისი, 2018 წელი."

17 ივლისს  პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^