Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რისთვის სჭირდება თსუ-ს საუნივერსიტეტო ტელევიზია?

20 ივლისი, 2018 14:32

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცეს სპეციალიზებული „საუნივერსიტეტო მაუწყებლობის" უფლება.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, საუნივერსიტეტო ტელევიზიის მიზანია:

1. საკაბელო, ონლაინ, YouTube და მობილური აპლიკაციების საშუალებით უნივერსიტეტის წიაღში დაგროვებული ცოდნის საზოგადოებაში გატანა, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან თემატურ სპექტრს,  მათ შორის, მეცნიერებას, ბიზნესს, ეკონომიკას, განათლებას, ჯანდაცვასა და მედიცინას, საზოგადოებრივ საქმიანობას, ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მიმართულებებს;

2. ტელევიზიის, როგორც სასწავლო-პრაქტიკული ბაზის გამოყენება ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების (და ასევე სხვა ფაკულტეტების), აგრეთვე თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტთა დასპეციალებისა და ბაზარზე მათი დასაქმების მომზადებისთვის;

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელევიზია რამდენიმე მნიშვნელოვან ნიშას დაიკავებს:

1) ის წარმატებით გასწევს უნივერსიტეტის პოპულარიზაციას საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ (კონტენტის თარგმნის შემთხვევაში კი გახდება კარგი გზამკვლევი უცხოელი პარტნიორების, მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის);

2) ტელევიზიის საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება იმ სამეცნიერო მიღწევების თაობაზე, რომელიც თსუ-ის მეცნიერ-მკვლევართა მიერ წლების განმავლობაში გროვდებოდა;

3) ტელევიზია პოპულარულ ენაზე გააცნობს საზოგადოებას გამოყენებით სამეცნიერო პროექტებს, წარმატებულ და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო აქტივობებს, რაც სტიმულის მიმცემი იქნება მომავალი თაობისთვისაც;

4) ტელევიზია შეძლებს უნივერსიტეტის პროფესორთა ექსპერტული ხედვის პოპულარიზაციას, მეცნიერებისა და სახელისუფლებო შტოების დაახლოებას;

5) საზოგადოებას მიეცემა საშუალება, მოუსმინოს უნივერსიტეტის პროფესორთა საჯარო ლექციებს, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებას;

6) საუნივერსიტეტო ტელევიზიის საშუალებით ქართული საზოგადოება მიიღებს დამატებით ინფორმაციას უცხოური უნივერსიტეტების საქმიანობაზე, მათი პროფესურის ხედვაზე, მეცნიერების თანამედროვე მიღწევებზე.

7) რაც მთავარია, საუნივერსიტეტო ტელევიზია დაეყრდნობა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებისა თუ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტთა მიერ მომზადებულ მასალებს, პოპულარიზაციას გაუწევს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის, იურიდიული, ფსიქოლოგიისა და განათლების, მედიცინის, ზუსტ და საბუნებუსმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა აქტივობას და ჩართულობას, რაც სტუდენტებს მისცემს სტაჟირებისა და კარგი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას.

ამ მიზნების განსახორცილებელად საჭიროა, რომ სსიპ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცეს სპეციალიზებული „საუნივერსიტეტო მაუწყებლობის“ უფლება. ამისთვის კი აუცილებელია ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“  და „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^