Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რასიზმი არასოდეს იქნება ჩემთვის მისაღები“ - იოზილი გერმანიის ნაკრებიდან წავიდა

23 ივლისი, 2018 12:47

ლონდონის „არსენალისა“ და გერმანიის ნაკრების წევრი მესუთ იოზილი ნაკრებიდან წავიდა. ამის შესახებ 29 წლის ნახევარმცველმა Twitter-ზე დაწერა. იოზილის თქმით, სანაკრებო კარიერის დასრულების მიზეზი რასიზმი და ის შეურაცხყოფა იყო, რაც ბოლო ხანებში გერმანელებმა მიაყენეს.

„ყველაფერი, რასაც 2009 წლიდან მივაღწიე, დავიწყებულია. ძნელია ამის თქმა, მაგრამ მე გერმანიის ფორმით აღარ ვითამაშებ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ვიდრე ჩემ მიმართ რასისტულ განწყობასა და უპატივცემულობას ვგრძნობ, გერმანიის ნაკრებში თამაშს არ ვაპირებ. გერმანიის ნაკრებში სიამაყით ვთამაშობდი, მაგრამ ეს გრძნობა გამიქრა. რასიზმი არასოდეს იქნება ჩემთვის მისაღები“, - წერს იოზილი.

მესუთ იოზილის თქმით, ის განსაკუთრებით გააბრაზა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის დამოკიდებულებამ. მოთამაშე ჰყვება, რომ ფედერაციის პრეზიდენტ რაინჰარდ გრინდელს ესაუბრა, მაგრამ საერთო ენა ვერ გამონახეს.

„როცა ვიმარჯვებთ, გერმანელების თვალში გერმანელი ვარ და როცა ვაგებთ - ემიგრანტი. ჩემი მეგობრები ლუკაშ პოდოლსკი და მიროსლავ კლოზე არასოდეს მოუხსენიებიათ, როგორც გერმანელ-პოლონელი, მე რატომ ვარ გერმანელ-თურქი? იმიტომ, რომ თურქული ფესვები მაქვს და მუსლიმი ვარ?'' - წერს twitter-ზე ფეხბურთელი.



მესუთ იოზილისა და ილქაი გუნდოგანის კრიტიკა გერმანიაში მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2018 წლის მაისში ფეხბურთელმა ლონდონში საქველმოქმედო აქციაზე თურქეთის პრეზიდენტთან ფოტო გადაიღო. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მაშინ საარჩევნო კამპანიას ატარებდა.

ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს, რადგან ეს მხოლოდ პატივისცემის გამოხატულება იყო იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მისი მშობლების სამშობლოა, ერდოღანი კი ამ შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტად, უმაღლესი თანამდებობის პირად მიიჩნია და არა პოლიტიკოსად, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^