3.jpg)
დღეს 21 საათსა და 45 წუთზე „აქტუალურ თემაში" მაკა ცინცაძის სტუმარი „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება.
ივანიშვილთან ინტერვიუს გამო მაკა ცინცაძის გადაცემის ფორმატი შეიცვალა. კერძოდ, წამყვანი გადაცემის სტუმარს ტელევიზიის სტუდიის ნაცვლად, სავარაუდოდ, მის სახლში შეკვეთილში ჩაწერს.
ამასთან, მაკა ცინცაძის თოქშოუ, რომელიც ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით გადის ეთერში, არ გასულა გუშინ (23 ივნისს) და, სავარაუდოდ, არ გავა ოთხშაბათს და ხუთშაბათს.
რატომ შეიცვალა გადაცემის ფორმატი და რატომ არ გავა ეთერში გადაცემა ორთშაბათს და ხუთშაბათს? - ეს კითხვები „ლიბერალმა" ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელს, გიორგი გვიმრაძეს დაუსვა.
კითხვაზე - რატომ შეიცვალა გადაცემის ფორმატი - გვიმრაძემ გვიპასუხა, რომ მიზეზი „სტუმრის მნიშვნელობაა". კითხვაზე - გავა თუ არა გადაცემა ოთხშაბათს და ხუთშაბათს და თუკი არ გავა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება - კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცა: „ჩვენი ნებაა და რასაც გვინდა, იმას ვიზამთ. ორშაბათს არ გავიდა, იმიტომ, რომ გადაცემის ავტორი ჩასაწერად წავიდა. გავა თუ არა გადაცემა ოთხაბათს და ხუთშაბათს, ჯერ არ ვიცი. როგორც გადავწყვეტთ, ისე იქნება და ამის შესახებ მკითხველს ჩვენივე ვებგვერდიდან შევატყობინებთ", - უპასუხა „ლიბერალს" გიორგი გვიმრაძემ.
მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდა. ეს მისი პირველი სატელევიზიო ინტერვიუა.