Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დონალდ ტრამპის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში წერაქვით დაამსხვრიეს

25 ივლისი, 2018 19:28

ლოს ანჯელესში, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ერთ-ერთმა მამაკაცმა ტრამპის ვარსკვლავი გაანადგურა. მამაკაცი, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის ვარსკვლავი წერაქვით დაამსხვრია, სამართალდამცველებს ჩაბარდა. პოლიციის განცხადებით, ის გამოსაკითხად გადაიყვანეს.

CNN-ის აფილირებულ გამოცემას ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, რომ მამაკაცი ისე ბუნებრივად იქცეოდა, ხელი არავის შეუშლია. „ის ისე თხრიდა ამ ადგილს, თითქოს მისი სამსახური იყო. ვიფიქრე, რომ რაღაც სამუშაოები ტარდებოდა“, - ჰყვება პატრიცია კოქსი.

ტრამპის ვარსკვლავი 2016 წელსაც დააზიანეს, მაგრამ მალევე აღადგინეს. ბიზნესმენის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ვარსკვლავი მოქალაქეთა პროტესტის ადგილად იქცა. მას ურტყამენ ფეხებს, აკრავენ სტიკერებს და ნებას რთავენ ძაღლებს, ზედ მოისაქმონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^