NDI- ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 54% მიიჩნევს, რომ მთავრობა არასაკმარის რესურსს ხარჯავს გარემოს დაცვაზე. თბილისის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 71%-ია.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 67%-ის აზრით, ჰაერის დაბინძურება ძალიან პრობლემატურია. 51% კი სასმელი წყლის დაბინძურებას მიიჩნევს ძალიან პრობლემატურად.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.