ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 41%-ს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი არ მოიგებს.
მოსახლეობის 35%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ მმართველი პარტიის ხელში იქნება პარლამენტიც, მთავრობაც და პრეზიდენტის ინსტიტუტიც.
_______________________________________________________________
საზოგადოების განწყობა საქართველოში 2018 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგები NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა.
კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
საველე სამუშაოების თარიღები: 23 ივნისი - 8 ივლისი, 2018. 2409 დასრულებული ინტერვიუ (49% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%
მეთოდოლოგია
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს
სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად
კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა
შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით
არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება
ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.