გარკვეული კითხვის ნიშნებია CRRC-ის მიმართ, NDI-ის კვლევებს ჩვენ არასდროს ვეყრდნობით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში განაცხადა. მისი თქმით, პარტიას აქვს შიდა კვლევები, რომლებსაც ეყრდნობიან და ეს აძლევთ მათ გარკვეული პროგნოზების გაკეთების საშუალებას.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები, რომელსაც ვეყრდნობით პროგნოზების გაკეთებისას. გარკვეული კითხვის ნიშნებია CRRC-ის მიმართ. ჩვენ არ ვცდებით ხოლმე ამ პროგნოზებში და შეგიძლიათ გაიხსენოთ ჩვენი წინასწარი პროგნოზები. არსებითად ემთხვევა იმ გადანაწილებას, რომელიც არის წარმოდგენილი არჩევნების შედეგებში.
NDI-ის კვლევებს ჩვენ არასდროს ვეყრდნობით. ჩვენ გვაქვს კვლევები, რომლებიც საბოლოო ჯამში ემთხვევა არჩევნების შედეგებს. როდესაც არჩევნებში იღებ 56%-ს, კვლევაში ეს მაჩვენებელი არ ფიქსირდება და ამას მარტივი ახსნა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.