ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები დღეს 12:00 საათზე გამოქვეყნდება . ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:
6 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით III ვარიანტი) - 24 ქულა და მეტი;
6 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით IV ვარიანტი) - 23 ქულა და მეტი;
7 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით I ვარიანტი) - 23 ქულა და მეტი;
7 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით II ვარიანტი) - 22 ქულა და მეტი.