Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვენესუელის პრეზიდენტი თავდასხმაში კოლუმბიის პრეზიდენტსა და აშშ-ს ადანაშაულებს

05 აგვისტო, 2018 14:04

ვენესუელაში,   სამხედრო აღლუმზე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს სიტყვით გამოსვლის დროს აფეთქება მოხდა. როგორც ნიკოლას მადურომ მოგვიანებით ტელევიზიით განაცხადა, მას დრონით დაესხნენ თავს და მკვლელობის მცდელობაში პასუხისმგებლობას კოლუმბიის პრეზიდენტს ხუან მანუელ სანტოსს აკისრებს. ის ასევე აცხადებს, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატებიც.   ინციდენტი  ეროვნული არმიის 81-ე წლისთავის აღსანიშნავად პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. მადუროს სიახლოვეს აფეთქდა ორი დრონი.  შემთხვევის შედეგად დაშავდა შვიდი ჯარისკაცი. 

„ეჭვი არ მეპარება, რომ თავდასხმის უკან  კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი დგას. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმა ფლორიდაში მცხოვრებმა პირებმა დააფინანსეს“, – განაცხადა მადურომ.

როგორც ვენესუელის სამხედრო პირები აცხადებენ, მომხდარის გამო რამდენიმე ადამიანი დაკავებულია. 

კოლუმბიის მთავრობა უარყოფს ვენესუელის პრეზიდენტის ბრალდებებს, მათი თქმით, არანაირი საფუძველი არ აქვს ვენესუელის პრეზიდენტის ბრალდებებს. 



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^