Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე აგვისტოს ომზე: მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის დაგეგმილ სცენარს ხელი ვერ შეუშალა

09 აგვისტო, 2018 12:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ფაქტობრივ ანექსიას 90-იანი წლების დასაწყისიდან ახორციელებდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ აგრესიის სცენარების რეალიზება 2008 წელს მოხდა. ბახტაძის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი ვერ შეუშალა რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარების საქართველოში განხორციელებას. 

„მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იმის ნაცვლად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება დაეწყო, ხელი ვერ შეუშალა რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას საფრთხე და მთელი ქვეყანა კატასტროფულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

ამ ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოვისმინე, რომ რუსეთმა აგრესია 2008 წელს განახორციელა. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივ ანექსიას 90-იანი წლების დასაწყისშივე ახორციელებდა, მაშინ, როცა ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც უკვე 2008 წელს გააგრძელა თავისი სცენარის რეალიზება. ეს არის ჩემი შეფასება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია. რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მათ აქვთ აღებული ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, გაიყვანონ თავიანთი სამხედრო დანაყოფები საქართველოდან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^