Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ტერმინი „ოჯახის უფროსი“ ქალის შესახებ სტერეოტიპებს ამყარებს", - ომბუდსმენი ცვლილებას ითხოვს

10 აგვისტო, 2018 11:27

საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სახელით გამოცემულ საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ტერმინის „ოჯახის უფროსის“ სხვა უფრო ნეიტრალური ფორმით მოდიფიცირება მოითხოვა.

„მართალია, ზემოხსენებულ აქტებში პირდაპირ არ არის მითითებული თუ ვინ არის, ან ვინ უნდა იყოს ოჯახის უფროსი, თუმცა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ტრადიციულ წარმოდგენებში „ოჯახის უფროსად“ მოიაზრებოდა მამაკაცი, რომელიც სქესის გამო ოჯახში გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო. სახალხო დამცველის აზრით, თანამედროვეობაში აღნიშნული ტერმინის გამოყენება ამყარებს ქალის შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენებს, რომ ქალი ოჯახის მეორეხარისხოვანი წევრია, არ არის თანასწორად გადაწყვეტილების მიმღები და დოვლათის შემომტანი, რაც, თავის მხრივ, სქესის საფუძველზე ნეგატიური შეხედულებების წამახალისებელია“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველის მიერ პრემიერისთვის მიმართულ ზოგად წინადადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკანონმდებლო ბადე.

„ოჯახის, როგორც საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სოციალური უჯრედის მთავარი მახასიათებელი არის თანასწორობა და პირთა თანაბარი მონაწილეობა შინამეურნეობის საქმიანობაში. საკანონმდებლო დონეზე ასახული ტერმინი კი თავისივე შინაარსში ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ერთი რომელიმე პირის დომინირებას. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს საკანონმდებლო აქტების მიზნებისთვის აქცენტი ტერმინ „ოჯახის უფროსის“ შინაარსობრივ მხარეზე გაკეთდეს, რომელშიც, როგორც წესი, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი საკონტაქტო პირი იგულისხმება, რომელიც ოჯახის წევრების შესახებ ყველაზე მეტად არის ინფორმირებული“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.   

სახალხო დამცველმა საკითხის შესწავლა სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის მიმართვის შემდეგ დაიწყო. 

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ ჭალიძემ სახალხო დამცველს სთხოვა დისკრიმინაციის აკრძალვის ჭრილში შეეფასებინა ტერმინი „ოჯახის უფროსი“, რომელიც გვხვდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №758 დადგენილების დანართში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^