Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა

13 აგვისტო, 2018 13:53

თურქეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ლირის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველა ზომას მიმართავს. ცენტრალური ბანკის განცხადებით, უზრუნველყოფილი იქნება  ბანკების ლიკვიდურობა.

თურქეთის ცენტრალური ბანკის ამ განცხადებამდე ლირა დოლართან მიმართებაში 9%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო უკვე დღეს დილით - 6%-ით. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთი დოლარი 6.88  თურქული ლირა ღირს. 

თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებამ გაამწვავა. 

ანკარა მას  ჯაშუშობასა და 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ ოპოზიციონერ  ფეტულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.

ბრანსონის დაკავების პასუხად დონალდ ტრამმა გააორმაგა ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე, რამაც ლირის სწრაფი გაუფასურება გამოიწვია. 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა პარასკევს მოსახლეობას მოუწოდა, რომ დოლარი და ოქრო გაყიდონ და ლირა იყიდონ. მიმართვის დროს ერდოღანმა ასევე განაცხადა: „მათ აქვთ თავიანთი დოლარი, ჩვენ კი - ალაჰი“.

როგორც BBC წერს, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამართლებრივი მოქმედებები დაიწყება სოციალური მედიის 346 მომხმარებელთან, რომლებიც, მათი თქმით, წერდნენ ლირის გაუფასურებაზე „პროვოკაციული გზებით“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^