Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

CineDoc-ის კინოჩვენებები აჭარაში დასრულდა

30 ივლისი, 2018 19:18

საერთაშორისო კინოფესტივალ CineDoc-ის ფარგლებში აჭარაში რეგიონალური კინოჩვენებები გაიმართა. 

კინოჩვენებები 25 ივლისს ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის მოხუცთა თავშესაფარში დაიწყო, სადაც ნაჩვენები იყო ცირა გვასალიას ფილმი ,,ოთახები"

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ფილმის სიუჟეტიც მოხუცთა თავშესაფარში ვითარდება, „ამიტომ იქაური ბებია-ბაბუებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების ეკრანებზე ნახვა. ჩვენების შემდეგ გვქონდა მცირე დისკუსია, რამდენად დაინახეს საკუთარი თავი ფილმის გმირებში. ასევე ვისაუბრეთ, რის შეცვა/გაუმჯობესებას ისურვებდნენ ადგილზე“

შემდეგი კინოჩვენება ქედაში, ღია ცისქვეშ გაიმართა. ადგილობრივებმა მაკა გოგალაძის ფილმი ,,ღმერთო, მადლობა ჩაისთვის" ნახეს. დისკუსიის თემა კი შრომითი მიგრაცია იყო 

„ეს მაღალმთიანი აჭარისთვის საკმაოდ აქტუალური და მტკივნეული თემაა. მოვისმინეთ როგორც თვითონ შრომითი მიგრაციაში მყოფი, ისე ბავშვებისა და მოზარდების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

დასკვნითი კინოჩვენება კი ბეშუმში, მიტოვებული კინოთეატრის ტერიტორიაზე, ღია ცისქვეშ გაიმართა. 

ნაჩვენები იყო რუმინელი რეჟისორის, ალექსანდრუ ბელკის ფილმი ,,კინო, ჩემი სიყვარული". დღის თემა კი იყო ,,საქართველო, როგორც საუკეთესო კინოლოკაცია".

„ფილმის სიუჟეტი მიტოვებული კინოთეატრის ირგვლივ ვითარდება, ამიტომ ლოკაციაც მეტად სიმბოლური გვქონდა“.

ჩვენების შემდეგ დისკუსია გამართა კინორეჟისორმა. ზაზა ხალვაშმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს როლზე მსოფლიო კინოში. 

  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 სექტემბერი
18 სექტემბერი

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა ...

„ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას ორგანიზაციის 12 წევრი წარუდგინა. „ჩვენ ყ ...
18 სექტემბერი
18 სექტემბერი

პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატოროუმს აცხად ...

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით შეწყალების ახალი წესის შემუშავებამდე მსჯავრდებულთა შეწყალება ...
18 სექტემბერი
18 სექტემბერი

სახალხო დამცველი კონკრეტული პირების შეწყ ...

„საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზ ...
^