Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგელა მერკელი საქართველოს მომავალ კვირაში ეწვევა

14 აგვისტო, 2018 13:26

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს მომავალ კვირაში ესტუმრება. გავრცელებული ინფორმაციით, მერკელი თბილისში 23-24 აგვისტოს ჩამოვა.

„მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი.

ათი წლის წინ იყო წინა ვიზიტი და ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანიის კანცლერი საქართველოსთან ერთად, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეწვევა.

„ჩვენ გერმანელ პარტნიორებთან ასევე მუდმივად ვსაუბრობთ, რომ საქართველო იყოს გერმანიის დღის წესრიგის მუდმივი თემა. მოგეხსენებათ, მათ აქვთ მუდმივი დიალოგი სხვა საერთაშორისო აქტორებთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა გლობალურ საკითხებთან ერთად საქართველოც იყოს მათ დღის წესრიგში“, - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^