Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იტალიაში საქართველოს საელჩო ხიდის ჩანგრევის შესახებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

14 აგვისტო, 2018 18:08

იტალიაში, ქალაქ გენუასთან საავტომობილო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა და საელჩოს დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.

„საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:

დღეს, 14 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 სთ-ზე, შტორმის შედეგად, ქ. გენუაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იმყოფება მუდმივ კონტაქტზე იტალიის შესაბამის უწყებებთან.

ადგილობრივი დროით 15:30 სთ-ის მონაცემებით, გარდაცვლილია 20, დაშავებულია 13 ადამიანი. იტალიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (Sala crisi) ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა და ცნობას დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ ფლობენ.

ადგილზე მუშაობენ სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. დამხმარე ბრიგადები გენუაში ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ. დღეს საღამოს გენუაში გაემგზავრება იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +39 333 8879123“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^