Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ეს ბოლო ინტერპრეტაცია მისაღები იყო" - კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

14 აგვისტო, 2018 20:25

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდება.

2008 წლის აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის პოზიციის შეფასებისას კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება იყო მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს.

„ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა კომენტარი ქალბატონი სალომეს მხრიდან. არ მინდა, შევიდე სიღრმეში, რადგან ეს გამოვა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის გამონათქვამების შეფასება. იყო პირველი განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტირების საშუალებას სხვა მიმართულებით, ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაციები მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ვფიქრობ, ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს, თუმცა არ ჩავუღრმავდებოდი ამ თემას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ყველა კანდიდატს შეუძლია თავისი მოსაზრებები გამოთქვას, ჩვენ გვაქვს პრინციპები და საბოლოოდ როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მთავრი კრიტერიუმი იქნება ის, თუ რამდენად არის მათი გამონათქვამები და პოზიცია თანხვედრაში ჩვენს პოზიციასთან”, – განცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^