ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა თამარის დასახლებაში დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას.