Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დიახ, „ოცნება“ განქორწინდა უსუფაშვილთან და იქორწინა ოქრიაშვილთან" - დავით უსუფაშვილი„

15 აგვისტო, 2018 15:06

უსუფაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ მმართველი ძალა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას ცდილობს. ის ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „არა მგონია,  „ქართულმა ოცნებამ“ დავით უსუფაშვილს დაუჭიროს მხარი. რამდენჯერ უნდა დაქორწინდნენ და გაიყარნონ?!" 

„მოსახლეობაში ნიჰილიზმის გაჩენაა პრობლემა, რომ თითქოს არ აქვს ამას აზრი, რაში გვჭირდება. სასამართლო რაში გვჭირდება? რომელი ადმინისტრაციული ძალაუფლება აქვთ, ნამეტანი დიდ შენობებში არიან და გამოვიყვანოთ იქიდან." - თქვა უსუფაშვილმა ტელეკომპანიის ეთერში. 

„არ მიკვირს ოქრიაშვილის. დღეს განაცხადა, გამორიცხულია, როგორ დაუჭერს „ოცნება“ უსუფაშვილს მხარსო. დიახ, ეს ასეა - „ოცნება“ განქორწინდა უსუფაშვილთან და იქორწინა კახა ოქრიაშვილზე. ამ ქორწინებას ვუსურვებ ბედნიერებას. ამ ახალ ქორწინებაში შესულებმა არ დაივიწყონ, რომ მათ აბარიათ ქვეყანა." - განაცხადა უსუფაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^