Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთი თურქეთთან სავიზო რეჟიმს გაამარტივებს

16 აგვისტო, 2018 11:42

რუსეთი თურქეთის მოქალაქეთა ნაწილისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს. ინფორმაციას რუსული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება ბიზნესმენებს და ოფიციალური პასპორტის მქონე პირებს შეეხებათ. ოფიციალური პასპორტები დიპლომატიური სამსახურისა და საჯარო სამსახურის მაღალჩინოსნების საბუთებს გულისხმობს.

სავიზო რეჟიმის გამარტივების სურვილი 12 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით კი, თურქეთის სურვილია სავიზო რეჟიმის სრული გაუქმება.

რუსეთსა და თურქეთს შორის 30-დღიანი უვიზო რეჟიმი 2010 წლიდან ამოქმედდა, მაგრამ 2015 წელს თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის Su-24-ის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვმა ანკარას შეზღუდვები დაუწესა.

2016 წელს მოსკოვის საპასუხოდ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა თურქეთმაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^