Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაჩალიკაშვილი სუს-ში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე მივიდა

16 აგვისტო, 2018 12:10

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე მივიდა. მისი ადვოკატის ქეთევან ჩუთლაშვილის თქმით, მაჩალიკაშვილი სუს-ში ამჯერად ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე დაიკითხება, რომელიც ისანში, შემდეგ კი პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. მაშინ პანკისში სპეცოპერაციის დროს მალხაზის შვილი თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

„როგორც იცით, ამ საქმეზე გარკვეულ პირების მიმართ უკვე დადგა სასამართლოს განაჩენი. თუმცა, როგორც საგამოძიებო ორგანომ განგვიმარტა, საქმის რაღაც ნაწილი გამოყოფილია და გარკვეული პირების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან დაკავშირებით დაიკითხება მალხაზ მაჩალიკაშვილიც“, - თქვა მაჩალიკაშვილის ადვოკატმა სუს-ში შესვლამდე.

ქეთევან ჩუთლაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ დაიბარეს მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოძიების დაწყებიდან დიდი ხნის შემდეგ, მაშინ, როცა სასამართლომ გარკვეულ პირებს განაჩენი უკვე გამოუტანა.

„ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა ტიპის კითხვები ექნება საგამოძიებო ორგანოს“, - დასძენს ადვოკატი.

მაჩალიკაშვილს სუს-ში ამ კვირაში უკვე მეორედ დაკითხავენ. პირველად მაჩალიკაშვილი 14 აგვისტოს დაიბარეს და მის მიმართ შეკითხვები 31 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. 31 მაისს აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ იყო დრო, როცა სხვა პირებთან ერთად სუს-ის შენობასთან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^