Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუციშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილებაა, "ველმონდი" დაიცალოს, ამიტომ კანონი უნდა აღსრულდეს

16 აგვისტო, 2018 18:52

სასამართლოს გადაწყვეტილებაა, სასტუმრო "ველმონდი" დაიცალოს, ამიტომ აუცილებელია, კანონი აღსრულდეს - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა. 

მისივე განმარტებით,  სასტუმროს ადმინისტრაციისა და აჭარის მთავრობის მონაწილეობით დაწყებულია მუშაობა, რომ სასტუმროს სტუმრები დღეს და ხვალ სხვა სასტუმროებში განთავსდნენ: "საქმე ეხება ყველაზე კრიტიკულ, კვამლის გამწოვი სისტემის გაუმართაობას, რადგან სანამ 24-ე სართულიდან მეხანძრე ადამიანს გამოიყვანს, ის კვამლით არ უნდა გაიგუდოს".

ხუციშვილმა გაიხსენა დეკემბერში, კვამლის გამწოვი სისტემის გაუმართაობის გამო 11 ადამიანის დაღუპვის შემთხვევა. მისივე თქმით,  საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა გაკეთდეს.

"თუკი ეს სისტემა გაკეთდება და შესაბამისი პროცესი დაიწყება, ყველა სხვა რეკომენდაციაზე უფრო შერბილებული პოზიცია გვექნება და სასტუმროს შესაძლებლობა ექნება, მუშაობა გააგრძელოს. სასამართლომ გადაწყვეტილება ივლისის ბოლოს მიიღო. სასტუმროს ადმინისტრაციამ იცოდა, მათ ჰქონდათ გარკვეული გონივრული ვადა და სტუმრები აღარ უნდა მიეღოთ, ხოლო ვინც ჰყავდათ, ისინი ორგანიზებულად უნდა გაესტუმრებინდათ. ჩვენ ამისთვის მათ ადმინისტრაციას ვადა მივეცით. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაცილებით ადრე უნდა აღგვესრულებინა, მაგრამ სწორედ ბიზნესის ინტერესებისა და ტურისტული სეზონის გათვალისწინებით გარკვეული შეღავათი გავუწიეთ - მათ ამ ფაქტის შესახებ ორი კვირაა იციან“, - განაცხადა შალვა ხუციშცილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

მეუფე იაკობი კანაფის წარმოების კანონპროე ...

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტს გამოიწვევს.& ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

„უშიშროების საბჭოში, ყველგან ჩვენი წარმო ...

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, სახელმწიფო უშიშროების საბჭოსა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში საპატრიარქ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან და ...

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მარიხუანის კანონპროექტზე, კერძოდ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საზოგადოე ...
^