Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქეებს უპატივცემულოდ მოექცნენ“ - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

17 აგვისტო, 2018 17:30

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი მოქალაქეების უპატივცემულოდ მოპყრობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ბაჰრამ ყასემის განცხადებით, თბილისი-ისფაჰანის რეისზე აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ირანელი ქალების თავსაბურავებს შეურაცხმყოფელად მოექცნენ.

„მას შემდეგ, რაც ისფაჰანში დადგინდა ამ შემთხვევების ავთენტურობა და დადასტურდა რეისის მგზავრებთან სატელეფონო ზარებითაც, ირანის საელჩომ თბილისში პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს.

ბაჰრამ ყასემის თქმით, თბილისში ირანის საელჩო სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობს.

„თბილისში ირანის საელჩომ პროტესტის ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ირანში საქართველოს ელჩს ახსნა-განმარტების მიცემა მოეთხოვა. საქართველოს შესაბამის ორგანოებს ასევე მივმართეთ გაერკვიონ საკითხში და აღკვეთონ, რომ ირანის მოქალაქეების მიმართ მსგავსი მოპყრობა არ გამეორდეს“, - ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^