Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ავღანეთის სამთავრობო ძალებმა „თალიბანის“ მძევლობიდან 149 ადამიანი გაათავისუფლეს

20 აგვისტო, 2018 13:06

ავღანეთში სამთავრობო ძალებმა „თალიბანის“ მიერ გატაცებულ ადამიანთა დიდი ნაწილის გათავისუფლება შეძლეს. Associated Press ავღანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის გათავისუფლებულია 149 ადამიანი, თალიბებს კიდევ 21 მძევალი რჩებათ.

რადიკალური ისლამის მიმდევარი „თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთის ჩრდილოეთით, ყუნდუზის პროვინციაში მგზავრებით სავსე სამი ავტობუსი დღეს გაიტაცეს.

ყუნდუზის პროვინციის ხელმძღვანელის, მუჰამედ იუსუფ აიუბის თქმით, თალიბები მგზავრებში სავარაუდოდ საჯარო მოხელეებს ეძებდნენ, რომლებიც თავისუფალ დღეებს მშობლიურ რაიონებში ატარებენ.

შემთხვევამდე ერთი დღით ადრე ავღანეთის მთავრობამ თალიბებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესთავაზა. პრეზიდენტ აშრაფ ღანის განცხადებით, „თალიბანის“ თანხმობის შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 20 აგვისტოდან უნდა ამოქმედებულიყო.

„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორივე მხარემ თანაბრად უნდა შეასრულოს, მისი ხანგრძლივობა კი „თალიბანის“ მოქმედებებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ღანმა ავღანეთის დამოუკიდებლობის 99 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მანამდე კი „თალიბანის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში მშვიდობა მანამდე არ დამყარდება, სანამ „უცხო ქვეყნების ოკუპაცია არ დასრულდება“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^