Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ სამორინემ მუშაობა განაახლა

20 აგვისტო, 2018 13:36

სასტუმრო „ველმონდში“ (ყოფილ „ლეოგრანდში“) სამორინის მუშაობა განახლდა. სასტუმროს ადვოკატის კახა წერეთლის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კაზინოში უსაფრთხოების წესები ძირითადად დაცულია და სასტუმროს ნაწილის გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღეს.

„ველმონდს“ შენობიდან სტუმრების გაყვანა და საქმიანობის შეწყვეტა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოსთხოვა და ვადა 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა.

საგანგებოს განცხადებით, მათ 2018 წელს, უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ, დეტალურად შეამოწმეს შენობის სახანძრო-ტექნიკური მდგომარეობა. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა, მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე არ შესრულებულა.

კახა წერეთელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დასკვნა 9 ივლისს გაიცა, მას შემდეგ კი სასტუმროში ბევრი რამ გამოსწორდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს და ჩვენ სრულიად დავემორჩილეთ მას. ამ პერიოდის განმავლობაში ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურთან. სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ კაზინოში ძირითადად დაცულია უსაფრთხოების წესები, ამიტომ ნებართვა მივიღეთ და მიიღეს შენობის ნაწილის გახსნის გადაწყვეტილებაც“, – განაცხადა პირველ არხთან კახა წერეთელმა.

შარშან, ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^