Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თავისუფალმა საქართველომ" საპრეზიდენტო კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა

20 აგვისტო, 2018 14:55

„თავისუფალმა საქართველომ" საპრეზიდენტო კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა. 

კანდიდატის წარდგენის ცერემონია ზუგდიდში შედგა. კუკავამ ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც არჩევნებში  „სააკაშვილის დროინდელი მინისტრები" ჩაერთვნენ საპრეზიდენტო კანდიდატებად.

„რეალურად, ხალხს ართმევენ არჩევანს. ყველანი არიან ერთი და იგივე ანტისახელმწიფოებრივი, ლიბერალური იდეოლოგიის ადამიანები და ხალხს არ უტოვებენ არჩევანს. ჩვენი სურვილი იყო, რომ ერთი ადამიანი მაინც ყოფილიყო ეროვნული იდეოლოგიის. მე მივმართე ლევან ვასაძეს და ვთხოვე, დაეყენებინა თავისი კანდიდატურა. [...] ლევან ვასაძე იქნება ჩვენს პროგრამაში და პარტიებთან ერთად, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას, გვინდა რომ შევქმნათ კოალიცია" - თქვა კუკავამ.

მისი თქმით, პრიორიტეტი იქნება, „ქოცები და ნაცები, მუდმივი ქამელეონები" ჩამოაშორონ ხელისუფლებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^